Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მიკონო: ხელბორკილები სამ პოლიციელს – ისინი იცავდნენ ვილებს საათში 12 ევროდ

კუნძულ მიკონოზე პოლიციის სამი კორუმპირებული თანამშრომელი დააკავეს,  რომლებიც გარდა სახელმწიფო სამსახურისა, პარალელურად კუნძულზე, მდიდრული ვილების კერძო დაცვაში მუშაობდნენ.

პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ კერძო აგარაკების დაცვას იმ საათებშიც კი, როცა ისინი პოლიციის განყოფილებაში მორიგეობდნენ. შინაგან საქმეთა სამმართველო მათ მონიტორინგს მინიმუმ სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.

სამი პოლიციელი, კერძოდ პოლიციის ოფიცერი და ორი რიგითი, რომლებიც კუნძულზე ტურისტული სეზონისთვის იყვნენ მივლინებული, ორშაბათს დილით, ათენსა და მიკონოსში დააკავეს.

პოლიციის წყაროების ცნობით, ბრალდებულები სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, საათში 10-12 ევროს საფასურით სთავაზობდნენ კერძო დაცვის მომსახურებას.

მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული იქნა მტკიცებულებები და სატელეფონო საუბრები, რომლებმაც დაკავებულები “დაწვა”.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ უსაფრთხოების მომსახურებას კუნძულზე მდებარე კერძო სახლებში, მათ ჰქონდათ კონკრეტული როლები და განსაზღვრული მორიგეობები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ემთხვეოდა მათ სამუშაო საათებს, რითაც მიიღეს უკანონო ფინანსური სარგებელი.

ჩატარებული გამოძიების დროს აღმოაჩინეს და ამოღებულია 1700 ევრო და კონკრეტული აქტიური ნივთიერების 50 აბი. პოლიცია ასევე ეძებს კიდევ სამ თანამშრომელს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *