Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

რატომ მხოლოდ შავი სამოსელი?!

რატომ მხოლოდ შავი სამოსელი?!

ყველასათვის ცნობილი მსახიობი მიხალის იატროპულოსი 1990 წლიდან მხოლოდ შავ ტანისამოსს ატარებს. მიზეზზე მან, ერთერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა.

მსახიობმა სინანულით აღნიშნა, ახალგაზრდა ასაკში მამის დაკარგვის შესახებ, რაც მისთვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა.

,, 1990 წლის 30 ივნისიდან მოყოლებული, მამაჩემის გარდაცვალების გამო, შავი სამოსი არ მომიცილებია… მამა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჩემი დაქორწინებიდან ექვსი დღის შემდეგ. იმ დროს ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო.  მამა წვეულების დროს, მოულოდნელად წავიდა… მისმა სიკვდილმა ყველაფერი შეცვალაა ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ, როცა ადამიანებს ვკარგავთ, მაშინ ვხვდებით, თუ როგორ გვიყვარდა ისინი! მამასთან განსხვავებული, თბილი ურთიერთობა მქონდა.  20 წლის ასაკში, როცა ჯარიდან გამათავისუფლეს და ახალი ცხოვრებისათვის ვემზადებოდი, მაშინ გამომეცალნენ ხელიდან დედ – მამა და ობლად დავრჩი. ოჯახში ერთადერთი ბიჭი ვიყავი  –  ყველაზე ნაფერები და გათამამებული.  გამიმართლა, რომ ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, თუმცა მამა ჩემთვის, ყოველთვის სამაგალითო ადამიანის პროტოტიპი იყო“.

საკუთარ, სამ  შვილთან დღევანდელ ურთიერთობაზე, მიხალის იატროპულოსმა აღნიშნა: „მყავს სამი შვილი და ერთი შვილიშვილი –  ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი – ქრისტინა, რომელიც ოთხი წლისაა.

ჩემი ორი უფროსი შვილი სალონიკში, ხოლო ყველაზე უმცროსი შვილი, რომელიც  20 წლისაა, ათენში ცხოვრობს. მამაჩემსაგან განსხვავებით, მე არ ვარ  სამაგალითო მამა, თუმცა ჩემმა შვილებმა იციან, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვდგევარ. მე არაჩვეულებრივი შვილები მყავს და ეს მათი დედის, ჩემი მეუღლის – ქრისტინას დამსახურებაა.

უფრო მეტი დრო ჩემს უმცროს შვილს დავუთმე, რომელსაც მე ვზრდიდი და ახლა, მხოლოდ  ჩემს უფროს შვილებთან ერთად, მაქსიმალურად დროის გატარებაზე ვფიქრობ“.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *