Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მოკლული პოლონელის ოჯახი ირწმუნება, რომ მკვლელობის უკან მისი ყოფილი მეუღლე დგას

მოკლული პოლონელის ოჯახი ირწმუნება, რომ მკვლელობის უკან მისი ყოფილი მეუღლე დგას

პოლონელი ლექტორის ოჯახი, რომელიც 4 ივლისს აღია პარასკევზე უმოწყალოდ მოკლეს, განცხადებას ავრცელებს.

პრჟემისლავ იეზიორსკის ძმამ განაცხადი პირადი Facebook გვერდის საშუალებით გააკეთა, ისაუბრა ვარაუდებზე და მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პოლიციას: “ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო საბერძნეთის პოლიციას და ყველა პასუხისმგებელ ორგანოს ჩემი ძმის საქმის გულმოდგინედ გამოძიებისთვის. შეუფასებელია თქვენი მცდელობა, პროფესიონალიზმი და თავდადება, რომელიც გამოიჩინეთ. მადლიერება გვინდა გამოვხატოთ მყისიერი რეაგირებისთვის და დამნაშავეების დაკავებისთვის, მათ შორის ჩემი ძმის ყოფილი მეუღლის, რომელიც ამ მკვლელობის თავი და თავია. ჩემი ძმა თავგადაკლული მამა, შვილი და ძმა იყო. ამასთანავე გახლდათ წარმატებული პროფესორი, რომელმაც უამრავი სტუდენტის ცხოვრებაზე მოახდინა დადებითი გავლენა. მას შვილები უზომოდ უყვარდა. მისმა დაკარგვამ ჩვენს ოჯახს უდიდესი დაღი დაასვა. უკან მას ვეღარავინ დაგვიბრუნებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დამნაშავეები სამაგალითოდ დაისჯებიან ამსუბუქებს ჩვენს ტანჯვას.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *