Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები

მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები

პირეას სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად საბერძნეთის შრომის ბაზარი უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. 

შრომის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიების “Rebrain Greece” ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან ინგლისში დაფუძნებული ბერძნები, რომლებსაც სამშობლოში არაერთი ბიზნესი აქვთ და ადგილობრივი ბიზნესმენები. 

ღონისძიება ლონდონში, Hilton London Metropole-ში 9 მაისს გაიმართება, რომელსაც დაესწრება შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ნიკი კერამეოსიც. 

პალატა აცხადებს, რომ ის აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ნიჭიერი ადამიანების რეპატრიაციის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.

ახალი ინიციატივები, სტარტაპები და ინვესტიციები სამშობლოში საზღვარგარეთ დაფუძნებული ბერძნების მხრიდან, ქმნიან ახალი ხელფასების ლანდშაფტსაც.

ფინანსების სფეროში ხელფასები 2940 ევროს უტოლდება, IT და კონსულტაციის 2324 ევროს, კვლევისა და განვითარების სფეროში 2175 ევროს აღწევს, ხოლო ფარმაცევტულ წარმოებაში კი 2108 ევროს. 

ხელფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია სპეციალიზებული პერსონალის ნაკლებობასთან, ასევე ტექნოლოგიურ განვითარებასთან, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რაც ზრდის მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე მოთხოვნას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *