Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემას 2 000 პირადი ექიმი დაემატება

მომდევნო 3 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემას 2 000 პირადი ექიმი დაემატება

“მომდევნო 3 თვის განმავლობაში საბერძნეთის მოსახლეობა სრულად შეძლებს ჰყავდეს პირადი ექიმი.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირინი აღაპიდაკიმ, რომელმაც იქვე დასძინა, რომ სისტემაში, საიდანაც დაზღვეულები ირჩევენ პირად ექიმებს, დაემატება განახლებული სია ახალი ექიმებისა.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტელემაუწყებელ ΕΡΤ-ზე ისაუბრა და პირადი ექიმები GPS-ს შეადარა, რადგან თვლის რომ ისინი არიან ადამიანების გზამკვლევები სამედიცინო სისტემაში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი სხვა მრავალ საკითხთან ერთად ითვალისწინებს ახალგაზრდა ექიმების წახალისებას პათოლოგიური მიმართულების არჩევისკენ, სრულიად საბერძნეთის მოსახლეობის პირადი ექიმებით უზრუნველყოფას და უფასო ვიზიტებს პედიატრებთან 530 000-მდე ბავშვისთვის. 

კანონპროექტი “პირადი ექიმის ინსტიტუტის გაუმჯობესება – საუნივერსიტეტო ჯანდაცვის ცენტრების შექმნა და სხვა დებულებები.”  უკვე საჯარო განხილვაშია. კანონპროექტის მიზანია გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობა, მოხდეს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია და საზოგადოებრივ ფენებს შორის უთანასწორობების შემცირება.

კანონმდებლობის თანახმად ის ადამიანები ვინც არ აირჩევენ პირად ექიმებს 2025 წლის 1 ივნისამდე საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სისტემა ავტომატურად მიაკუთვნებთ მათ ოჯახის ექიმს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *