Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

მოსხატო: არასრულწლოვანები მიტოვებული შენობის სახურავიდან კრამიტებს, კონდიციონერებს, ძველ ტელევიზორებს ყრიდნენ

პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო ოთხი არასრულწლოვანის  ქმედების გამო, რომლებიც მოსხატოში, მიტოვებული შენობის სახურავიდან მძიმე ნივთებს ისროდნენ, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილები ასევე დაიჭრა გამვლელი მოქალაქე. საბოლოოდ, ოთხი არასრულწლოვანი და მათი სამი მეურვე დააკავეს.

შემთხვევა გასულ ხუთშაბათს, 31 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა, დააკავეს 15 და 16 წლის საბერძნეთის სამი მოქალაქე და  14 წლის უცხოელი.

კერძოდ, პოლიციის ინფორმაციით, არასრულწლოვანები კერძო მიტოვებულ შენობაზე აძვრნენ ძირს ისროდნენ მძიმე ნივთებს, როგორიცაა ფილები, ქვები, ძველი კონდიციონერები, ძველი ტელევიზორები და ა.შ. და საფრთხეს უქმნიდნენ გამვლელებს.

პოლიციის თანამშრომლები, სახანძრო დეპარტამენტის დახმარებით, შენობაში შევიდნენ და არასრულწლოვანები დააკავეს, შემდეგ კი მოსხატო-ტავროსის უსაფრთხოების დეპარტამენტში გადაიყვანეს, რომელმაც წინასწარი გამოძიება ჩაატარა.

ასევე დააკავეს არასრულწლოვანთაგან სამი მათგანის მეურვე,  მეთვალყურეობის უგულებელყოფის ბრალდებით.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *