Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მძიმე დაპირისპირება ექსარხიასა და ნეო ირაკლიოში 16 წლის გოგონას დაჭრის შემდეგ

მძიმე ინციდენტი მოლოტოვის კოქტეილებით, ქიმიკატებითა და ქვებით დღეს გამთენიისას ექსარხიაში, უცნობებ პირებს და პოლიციას შორის მოხდა, რის გამოც 16 წლის გოგონამ მძიმე დაზიანება მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ანტიავტორიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თანამოაზრეებს ექსარხიაში შეკრებისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც 16 წლის გოგონა დაჭრეს ანტიფაშისტურ კონცერტზე ნეა ირაკლიოში, რომელიც წინ უძღოდა მოვლენებს.

პოლიცია აცხადებს, რომ ნეა ირაკლიოში დაძაბულობა იყო, როდესაც უცნობი პირების ჯგუფი ქვებითა და ბოთლებით თავს დაესხა პოლიციის ოცეულს, რის შედეგადაც ის ხაფანგში მოექცა და იძულებული გახდა ქიმიკატები გამოეყენებინა.

თავის მხრივ ანტიავტორიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ 16 წლის გოგონას სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, რის შედეგადაც თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო, ხოლო პოლიცია ამბობს, რომ არასრულწლოვანს თავშის არეში ქვა ხალხის მხრიდან უცნობმა პირმა ესროლა.

აღსანიშნავია, რომ გოგონა პოლიციამ ნეო ირაკლიოდან “გიორგოს გენიმატას” საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეტაკებები ღამის 3 საათამდე გაგრძელდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *