Latest news
მძღოლები, რომლებიც ძრავას არ აქრობენ, 350 ევროს ოდენობის ჯარიმას მიიღებენ პიერია: თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა გამოძიება ვარაუდობს, რომ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზი ნივთერებების კოქტეილი გახდა საბერძნეთი: 107 მუნიციპალიტეტში სკოლებთან ჭკვიანი ქვეითთა გადასასვლელი დამონტაჟდა ნიკეას მიტროპოლიტიმ გიორგოს მაზონაკისზე ისაუბრა რა იცვლება საბერძნეთის ღია ბაზრობებზე: საღამოს ვაჭრობა, ნებართვები და სავაჭრო ადგილები პარნასო თოვლის ქურქით შეიმოსა - შთამბეჭდავი ხედები მთის დათოვლილი ფერდობებიდან მეცოვოს ოდესღაც 4 000 მოსახლე ჰყავდა, ახლა მათი რაოდენობა 1200-მდე შემცირდა საბერძნეთი: ზამთრის სუსხი შაბათ-კვირის განმავლობაში შენარჩუნდება საბერძნეთის პოლიცია წვეულებებზე გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ორშაბათი, ოქტომბერი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მძღოლები, რომლებიც ძრავას არ აქრობენ, 350 ევროს ოდენობის ჯარიმას მიიღებენ

მძღოლები, რომლებიც ძრავას არ აქრობენ, 350 ევროს ოდენობის ჯარიმას მიიღებენ

საბერძნეთში, 2025 წლის 13 სექტემბრიდან, საგზაო მოძრაობის კოდექსის (Ν. 5209/2025) 33-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალური საგზაო ნიშნებით აღნიშნულ გვირაბებში ხანგრძლივი გაჩერებისას მძღოლი ვალდებულია, ძრავა გამორთოს. დარღვევისთვის გათვალისწინებულია 350 ევროს ჯარიმა და მართვის მოწმობის 30 დღით ჩამორთმევა.

აღნიშნული სანქცია არ ვრცელდება ყველა შემთხვევაზე, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია ჩართული ძრავით. მაგალითად, შუქნიშანთან ან მაღაზიის წინ. კანონი საუბრობს ხანგრძლივ გაჩერებაზე, თუმცა კონკრეტულ დროით ზღვარს არ განსაზღვრავს. ოლიმპია ოდოსის უსაფრთხოების რეკომენდაციით, თუ გაჩერება ერთ წუთზე მეტხანს გრძელდება, სასურველია ძრავის გამორთვა.

როგორ უნდა მოვიქცეთ გვირაბში საცობის დროს?

  • ჩავრთოთ საავარიო მაშუქები და დავიცვათ სულ მცირე 5-მეტრიანი დისტანცია წინ მდგომ ავტომობილთან.
  • დავაკვირდეთ საინფორმაციო ნიშნებს და დავემორჩილოთ მართვის ცენტრის მითითებებს.
  • არ ვცადოთ უკან სვლა ან შემობრუნება საცობიდან თავის დასაღწევად.
  • გვირაბში შესვლამდე ჩავრთოთ ახლო განათების ფარები, მაშინაც კი, თუ გვირაბი განათებულია.
  • ავტომობილის გაფუჭების შემთხვევაში ჩავრთოთ საავარიო მაშუქები, გამოვრთოთ ძრავა. 

ჩართული ძრავით გაჩერებული ავტომობილი საწვავს მოიხმარს და გამონაბოლქვს გამოყოფს ისე, რომ არც ერთ კილომეტრს არ გადის. ამასთან, ხანგრძლივმა მუშაობამ შესაძლოა გარკვეულ პირობებში გავლენა მოახდინოს ძრავის ზეთის მდგომარეობასა და დიზელის ძრავის ნაწილაკების ფილტრის (DPF) მუშაობაზე.

არასწორია მოსაზრება, რომ ძრავის ხელახლა დაქოქვა ყოველთვის უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მისი ჩართულ მდგომარეობაში დატოვება. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მუშაობის დაახლოებით 10-მა წამმაც კი შეიძლება უფრო მეტი საწვავი დახარჯოს, ვიდრე ძრავის ხელახლა დაქოქვამ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოძრაობისას ყოველი ხანმოკლე გაჩერების დროს ძრავა ხელით უნდა გამოვრთოთ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *