Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მძღოლმა ავტობუსიდან მგზავრი ჩამოაგდო რადგან მგზავრს თან მისი კატა ჰყავდა

მძღოლმა ავტობუსიდან მგზავრი ჩამოაგდო რადგან მგზავრს თან მისი კატა ჰყავდა

სასტიკად მოეპყრნენ ახალგაზრდას, რომელიც ავტობუსში მის კატასთან ერთად ავიდა სამგზავროდ.

აღნიშნული შემთხვევა გუშინ, ხუთშაბათს შუადღეს მოხდა, როცა 23 წლის ბიჭი ილიონში Γ12 ავტობუსში მის კატასთან ერთად ავიდა, რათა შინაური ცხოველი ვეტერინართან წაეყვანა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდას კატა შესაბამის ჩანთაში ჰყავდა ჩასმული და ცხოველი უშუალო კონტაქტზე არ გადიოდა არცერთ მგზავრთან.

როგორც კი ახალგაზრდა ავტობუსში ავიდა დაინახა, რომ მისი მიმართულებით მიდიოდა განრისხებული კაცი, უტიფრად აგინებდა და ავტობუსის დატოვებას სთხოვდა და იმ შემთხვევაში თუ ავტობუსს დაუყოვნებლივ არ დატოვებდა ცემით დაემუქრა და უთხრა, რომ იძულებით ჩააგდებდა სატრანსპორტო საშუალებიდან.

ავტობუსის მძღოლი მგზავრს უმტკიცებდა, რომ ცხოველთა აყვანა საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია თუმცა ვიდეოში, რომელიც ახალგაზრდამ გამოაქვეყნა აცხადებს, რომ ცხოველთა სპეციალური ჩანთით გადაყვანა კანონის თანახმად საზოგადოებრივი ტრანსპორტით დასაშვებია და უფრო მეტიც, 23 წლის ბიჭი არ აპირებს ავტობუსის მძღოლს “შეარჩინოს” ასე სასტიკად მოპყრობა და აპირებს, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *