Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ნავპლიო: არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან სამკაულები მოიპარეს

ნავპლიო: არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან სამკაულები მოიპარეს

პარასკევს საღამოს სამმა არასრულწლოვანმა სამკაულების მაღაზია გაძარცვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვნებს გეგმაში ჰქონდათ აღნიშნული მაღაზიიდან სამკაულების მოპარვა და სწორედ ამიტომ ჩავიდნენ ექსკურსიაზე ნავპლიოში.

სასურველი ნივთების მითვისების შემდეგ მძარცველები ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა მათი დაკავება მალევე მოახერხეს.

დაკავებულებს მოპარული ნივთები თან ჰქონდათ, შესაბამისად ჩხრეკისას ამოღებული სამკაულები მალევე დაუბრუნდა მაღაზიის მფლობელს.

არასრულწლოვნები მშობლებთან ერთად, რომლებიც 32, 33 და 60 წლის ასაკის არიან, პოლიციამ პროკურატურაში დაკითხვაზე გადაიყვანა. არასრულწლოვნებს ბრალი ედებათ ჯგუფურად ქურდობისთვის, ხოლო მშობლებს არასრულწლოვნებისთვის არასათანადო ყურადღების მიქცევისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *