Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ნავპლიო: დააკავეს 40 წლის მღვდელი, არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი უხამსი ქმედების გამო

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის  შოკისმომგვრელი ფაქტი დაფიქსირდა პარასკევს, ნავპლიოში.

ადგილობრივი უშიშროების დეპარტამენტში შესული საჩივრის საფუძველზე დააკავეს 40 წლის მღვდელი 12 წლის ბიჭის მიმართ განხორციელებული უხამსი ქმედების გამო.

როგორც მოზარდის მშობლების მიერ პოლიციაში  წარდგენილი საჩივრიდან ირკვევა, მღვდელმა მესენჯერის აპლიკაციის საშუალებით  არასრულწლოვან მოზარდს, რომელთანაც ადრე სულიერი ურთიერთობა აკავშირებდა, ონლაინ გაუგზავნა  ვიდეომასალა, თან დართული აუდიო ჩანაწერით.

მასში კაფიოდ ჩანს  წელსზემოთ  შიშველი მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანს  სექსუალური ქმედებებით მიმართავს.

ხმის საშუალებით, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში ისმის,  დაზარალებულებმა უპირობოდ ამოიცნეს ზემოაღნიშნული მოძალადე და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ძალადობის ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო წინასწარი გამოძიება, გარდა ამისა, დამნაშავის ბინიდან ამოღებულია სამი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი, რომლებიც შემოწმების მიზნით გადაეცა პოლიციის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას, სადაც  ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა  მღვდლის მიერ არასრულწლოვანთა მიმართ  განხორციელებული მსგავსი კონტექსტის ქმედებების ამსახველი რაიმე სხვა მასალა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *