Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ახალგაზრდა გოგონას სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ახალგაზრდა გოგონას სახლში შეიჭრა და მისი გაუპატიურება სცადა

კუნძულ როდოსზე 33 წლის ქალის სახლში, რომელიც მის არასრულწლოვან შვილთან ერთად ტელევიზორს უყურებდა, მოულოდნელად  შეიჭრა მისთვის უცნობი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში და მასზე ძალადობა დაიწყო.

აღნიშნული შემთხვევა შაბათს, 22:30 საათზე მოხდა. მოძალადე იმავე შენობაში იმყოფებოდა დაბადების დღეზე. ნასვამ მდგომარეობაში მან წვეულება დატოვა და შევიდა 33 წლის ქალის ბინაში, რომელსაც კარი ღია ჰქონდა დატოვებული, რომ ჰაერს ემოძრავა ოთახში. ბოროტმოქმედმა ქალზე სექსუალურად იძალადა, არასრულწლოვანი ბავშვის თვალწინ დაუწყო კოცნა და მკერდზე მოფერება.

შეშინებულმა ძალადობის მსხვერპლმა კივილი დაიწყო და შველას ითხოვდა, რის შედეგადაც მისმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ადგილზევე მოახერხა 41 წლის მოძალადის დაკავება. 

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სექსუალური ღირსების შეურაცხყოფისა და ოჯახური სიმშვიდის დარღვევის მუხლით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *