Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ნეა მაკრი: საცხოვრებელი კომპლექსის აუზში 10 წლის ბავშვი დაიხრჩო

გუშინ შუადღისას ნეა მაკრიში, პოსეიდონოს ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის აუზში 10 წლის გოგონა დაიხრჩო, რომელიც იქ მშობლებთან ერთად იმყოფებოდა  დასასვენებლად.

ოჯახი ათენში აპირებდა დაბრუნებას და იქვე მყოფი დედა ავტომანქანას ტვირთავდა, მანამდე ბავშვის მამამ ნეა მაკრი  მის ტყუპისცალ ძმასთან ერთად დატოვა. რაღაც მომენტში გოგონა აუზის მიდამოში უმეთვალყურეოდ დარჩა, რა დროსაც იქვე მოთამაშე ბავშვებს აუზში ნიღაბი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად  აუზში ჩასულმა 10 წლის ბავშვმა წყალში ჩაყვინთა. თვითმხილველების თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო, ბავშვი ფსკერზე ჩაიძირა, სადაც სულ მცირე 3 წუთი დარჩა.

კომპლექსის მენეჯერმა გაიგონა  რომ დახმარებას ითხოვდნენ და  საშველად გაიქცა. აუზთან  მისულმა ნახა, რომ ბავშვი გალურჯებული იყო და სუნთქვა უჭირდა. იმავე კომპლექსში მცხოვრები ორი ექიმი- მამა და შვილი უკვე იქ იყვნენ და  ხელოვნურ სუნთქვის მორიგეობით ჩატარებით ცდილობდნენ მის გადარჩენას.

მათი თქმით, ბავშვი პირველადი დახმარების გაწევისას მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში პირიდან იღებდა საკვებს.

ორივე ექიმი სასწრაფოს მისვლამდე 15-20 წუთის განმავლობაში რიგრიგობით ცდილობდნენ ბავშვის კუჭნაწლავის სისტემიდან  შიგთავსის ამოღებას.

შემთხვევა აუზთან რამდენიმე მეტრში მყოფი  დედის თვალწინ მოხდა, რომელმაც სასწრაფო გამოიძახა. დარეკვიდან ათი წუთის შემდეგ კომპლექსში მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვი ნეა მაკრის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

თუმცა, კომპლექსის მცხოვრებთა ნაწილი ამტკიცებს, რომ 10 წლის გოგონას პულსი ჰქონდა და  შესაძლოა გადარჩენილიყო, სასწრაფოს  რომ არ დაეგვიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა და ცურვაც იცოდა თუმცა, უცნობია, რატომ დაიხრჩო 10 წლის ბავშვი აუზში.

ექსპერტიზა, რომელსაც მის ცხედარს ჩაუტარდება სავარაუდოდ ნათელს მოჰფენს არასრულწლოვნის დახრჩობის გარემოებებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *