Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ოთხშაბათს დაკითხავენ 80 წლის საბერძნეთის მოქალაქეს, რომელსაც ბრალი ხანძრის 4 კერის განზრახ გაღვივებაში ედება

ოთხშაბათს დაკითხავენ 80 წლის საბერძნეთის მოქალაქეს, რომელსაც ბრალი ხანძრის 4 კერის განზრახ გაღვივებაში ედება

ოთხშაბათს პროკურორი დაკითხავს 80 წლის დროებით პატიმრობაში მყოფს, რომელსაც ღლიკა ნერაში ხანძრის 4 კერის განზრახ გაღვივებაში ედება ბრალი.

საუბარია ხანძრებზე, რომელიც გასულ კვირას, 11 აგვისტოს გააჩინეს. ღლუკა ნერაში კვირას შუა დღეს 3 ხანძრის კერა თანმიმდევრულად ერთმანეთისგან 100 მეტრის დაშორებით გაჩნდა. ხოლო საღამოს კი იმავე ტერიტორიაზე მეოთხე კერაც გაღვივდა.

ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებისას შეგროვებულ ვიდეოკადრებში ჩანს თუ როგორ ესვრის მოხუცებული ცეცხლმოკიდებულ ნივთებს ბალახს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *