Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ორი თვითმკვლელობის შემთხვევა კუნძულ კრეტაზე

ორი თვითმკვლელობის შემთხვევა კუნძულ კრეტაზე

რამდენიმე საათის განსხვავებით ორი ადამიანი გამოემშვიდობა სიცოცხლეს კუნძულ კრეტაზე.

56 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ბალი რეთიმნუს ტერიტორიაზე, თავისივე მცირე ბიზნესის შენობაში.

შემთხვევა ოთხშაბათს, 27 მარტს მოხდა. მაშინ, როცა ტერიტორიიდან გასროლის ხმა გაიგეს და აღმოაჩინეს რომ აღნიშნულმა პიროვნებამ საკუთარ თავს ესროლა. გარდაცვლილი სისხლის გუბეში იპოვეს მისმა ოჯახის წევრებმა და სამწუხაროდ, მისი დახმარება ვერაფრით შეძლეს.

შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ 84 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლის მანქანის სადგომში, ე.წ “გარაჟში” თვითმკვლელობის მიზნით დიდი ოდენობით წამალი მიიღო და გონება დაკარგა. უგონოდ მყოფი მამა შვილმა აღმოაჩინა, თუმცა მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. შემთხვევა კისამოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კუძნული კრეტა პირველია თვითმკვლელობების რაოდენობით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *