Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ “პანიკის ღილაკი”ამოქმედდა

 შეიქმნა   სპეციალური აპლიკაცია  სმარტფონებისთვის  რომელიც დაუყოვნებლივ ატყობინებს საბერძნეთის პოლიციას ოჯახში ძალადობის  ან სხვა მსგავსი ინციდენტის შესახებ. ეგრეთწოდებული” პანიკის ღილაკის ” მოქმედება დაიწყო გასულ ხუთშაბათს, 23 მარტს, ატიკასა და თესალონიკში, რომლის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის ინციდენტებთან გამკლავება.

ეს არის ციფრული აპლიკაცია,  ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომლებსაც სმარტფონზე დაყენების შემდეგ აქვთ შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ  აცნობონ საბერძნეთის პოლიციას ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე,  რომელიც დაკავშირებულია საფრთხესთან ან სიცოცხლის ხელყოფის საშიშროებასთან.

კერძოდ, დაზარალებული, მობილური ტელეფონის ეკრანზე შესაბამისი ინდიკატორზე  დაჭერით,  ააქტიურებს აპლიკაციას და ავტომატურად იგზავნება SMS-ი დაუყოვნებლივ მოქმედების ოპერაციების ცენტრში, რომელიც შეიცავს მის საპოვნელ აუცილებელ ინფორმაციას.

აპლიკაციას აფინანსებენ პოლიციის განყოფილებები, ატიკას და თესალონიკის ოჯახური ძალადობის ოფისები, ასევე შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გენერალური სამდივნოს სტრუქტურების ქსელის საკონსულტაციო ცენტრები. ატიკის რეგიონში და სალონიკის რეგიონალურ ერთეულში რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად, ბენეფიციარმა უნდა შეავსოს:

  • რიცხვითი კოდი
  • სოციალური დაცვის ნომერი (AMKA)
  • სახელი და გვარი
  • მობილური ტელეფონის ნომერი
  • მისამართი და სართული
  • დასახელება კარების ღილაკზე
  • წარსულში ძალადობასთან დაკავშირებული ქმედებები
  • მოძალადის მიერ იარაღის ფლობის სავარაუდობა
  • ინფორმაცია მსხვერპლის სავარაუდო ფეხმძიმობასთან ან შვილების ყოლასთან დაკავშირებით
  • ინფორმაცია
  • მოძალადის მიერ წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისა ან მისი ფსიქოლოგიური დარღვევების შესახებ

იხილეთ მეტი

” ხელოვნური ინტელექტის ერა დაიწყო”- წერს ბილ გეიტსი

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *