Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პავლოს პოლაკისი ჰიპოკრატეს საავადმყოფოს პენსიონერ ქირურგს ბრალდებას უყენებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარტია SYRIZA-ს დეპუტატი პავლოს პოლაკისი თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილებისა და ექიმების წინააღმდეგ ბრალდებით გამოდის.

თავის მხრივ საავადმყოფოც და ექიმიც გამოეხმაურნენ კრეტელი დეპუტატის პრეტენზიებს უკვე პენსიაში გასული ქირურგის მიერ ოპერაციების უკანონო ჩატარებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, სოციალურ ქსელში თავისი პოსტით ბ-ნი პოლაკისი პირველ რიგში მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს და თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოს ადმინისტრაციას და აცხადებს, რომ საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ქირურგი აგრძელებს ქირურგიული ოპერაციების გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე პენსიაზე გავიდა. მან ასევე გამოაქვეყნა საავადმყოფოს ქირურგიული პროგრამა, რათა დაამტკიცოს, რომ ექიმის სახელი ისევ შედის მოქმედი ქირურგების სიაში.

თუმცა თესალონიკის ჰიპოკრატეს საავადმყოფოს ადმინისტრაცია  აცხადებს, რომ პედიატრიულის ქირურგი იყო დაგეგმილი ოპერაციების სიაში, რადგან დაგეგმვა გაკეთდა ადრე, მანამდე, სანამ ექიმი ოფიციალურად დატოვებდა საავადმყოფოს და პენსიაზე გავიდოდა.

როგორც საავადმყოდფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ოფიციალური დოკუმენტი ქირურგის შრომითი ურთიერთობის ავტომატურად შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით საავადმყოფოს მიერ წარედგინა 23.10.2023 წელს, ხოლო თვით ქირურგს ამის შესახებ ეცნობა მომდევნო დღეს, 24 რიცხვში. ამასთან, განხორციელდა ყველა დაგეგმილი ქმედება პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის დროებითი ხელმძღვანელის დასანიშნად. ოპერაციის კვირის პროგრამა მზადდება წინა კვირის ბოლოს. ამიტომ ექიმის გვარი სწორად იყო დაწერილი, რადგან მისი შრომითი ურთიერთობის გადაწყვეტა ჯერ ცნობილი არ იყო“, – განმარტავენ საავადმყოფოში.

ექიმი, რომელიც, ბატონი პოლაკისის თქმით, არალეგალურად იმყოფებოდა ქირურგიის პროგრამაში, SYRIZA-ს დეპუტატს პასუხობს. ის მას ახსენებს, რომ ისინი წარსულში თანამშრომლობდნენ ბატონი პოლაკისის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში პედიატრიულ კლინიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ის პოლაკისს საკმაოდ კატეგორიული პოსტით გამოეხმაურა:

„ბატონო პოლაკის, საღამო მშვიდობის. მე ვარ პედიატრი ქირურგი გიორგო ციკოპულოსი, რომელსაც თქვენს პოსტში მოიხსენიებთ. შეგახსენებთ, რადგან ვიცი, რომ კარგი მეხსიერება გაქვთ, საათობით ვმუშაობდით ჯანდაცვის სამინისტროში ერთად,  პედიატრიულ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ გამბედაობით მინდა მტკიცე პროტესტი გამოვხატო, რადგან, სანამ მე უკვე პენსიაზე გავედი, თქვენ შელახეთ ჩემი პატივი და ღირსება ჩემი “კეთილისმყოფელებისგან” არასწორი ინფორმაციის მიღების საფუძველზე. სიმართლის აღსადგენად უნდა გაცნობოთ, რომ პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილება საავადმყოფოს მენეჯმენტისგან 24/10 ელფოსტით შემატყობინეს. ამგვარად, ჩემი სახელი შევიდა პროგრამაში მანამ, სანამ ჩემს კოლეგებს აცნობებდნენ ჩემი პენსიაზე გასვლის შესახებ. მე მჯერა, რომ ზემოაღნიშნულის შემდეგ თქვენ გაითავისეთ ჰიპოკრატეს პედიატრიული ქირურგიის კლინიკაში განვითარებული მოვლენების სრული და რეალური სურათი, რომელსაც მივუძღვენი ჩემი ცხოვრების 38 წელი (ჩემი სპეციალობის წლების ჩათვლით).

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *