Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პალეო ფალირო: პოლიციამ 4 წლის გოგონას დედა დააკავა

პალეო ფალირო: პოლიციამ 4 წლის გოგონას დედა დააკავა

შოკის მომგვრელია ალჟირელი ქალის ჩვენება, რომელიც დღეს დილით პატისიაზე დააკავეს.

დაკავებული 4 წლის გოგონას დედაა, რომლის ცხედარიც პალეო ფალიროს სანაპიროზე იპოვეს. 

დაკავებულმა განაცხადა, რომ გოგონამ თავი სახლში, სააბაზანოში დაარტყა, მაგრამ საავადმყოფოში ბავშვის წაყვანისგან თავი შეიკავა, რადგან საბერძნეთში უკანონოდ იმყოფება და შეეშინდა რომ დააკავებდნენ. როდესაც სანაპიროზე გავიდა შვილებთან ერთად იფიქრა, რომ გოგონას უბრალოდ ეძინა. ხოლო მაშინ, როცა მიხვდა, რომ ბავშვი დაშავებული იყო შეეშინდა მისი საავადმყოფოში წაყვანა ამიტომ სანაპიროზე დატოვა და თვითონ მის 2 შვილთან ერთად ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალს წარსულში წაყენებული ჰქონდა ბრალი არასრულწლოვანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მიტოვებისთვის.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გოგონა დაიხრჩო. ცხედარს სახეზე და სხეულზეც, შუბლის, თვალების, ტუჩებისა და ცხვირის არეში აღენიშნებოდა დარტყმის შედეგად მიყენებული მრავალგზის დაზიანებები. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *