პატისია: თერთმეტი წლის ბავშვი არასრულწლოვანებმა სასტიკად სცემეს
სასტიკი ძალადობის მორიგი შემთხვევა მოხდა არასრულწლოვანთა შორის ანო პატისიაზე, ერთ- ერთ საჯარო სკოლაში.
26 აპრილს, დილით, სკოლაში მყოფ 11 წლის მოსწავლეს არასრულწლოვანთა ჯგუფი მიუახლოვდა და სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე გააფთრებით დაუწყეს ცემა მუშტებით და წიხლებით, რის გამოც ბავშვმა გონება დაკარგა.
შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს ბავშვის მშობლებს. არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
საავადმყოფოში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა იმ მომენტში ბავშვი იმდენად ცუდად იყო, ვერ შეძლო საუბარი.
პოლიციამ დედისგან მიიღო დეტალური ინფორმაცია თუ რა მოხდა 26 აპრილის დილას დაწყებითი სკოლის ეზოში.
ექიმების განცხადებით ბავშვს დაზიანებები მთელს სხეულზე აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუშინ მან უკვე შეძლო საავადმყოფოში მისულ პოლიციის თანამშრომლებისთვის ჩვენების მიცემა.
