Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ლაზაროს ლასკარიდის მდგომარეობა კრიტიკულია, ის აივნიდან გადავარდა

კალითეას მერის მოადგილე ლაზაროს ლასკარიდი ხუთშაბათს ღამით მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა კალითეაში, ახალგახსნილი ბიბლიოთეკის პრეზენტაციის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოხდა.

ერთ მომენტში, პრეზენტაციაზე მყოფი ლაზაროს ლასკარიდი შენობის აივანზე გავიდა და როდესაც  მოაჯირს დაეყრდნო მოაჯირი მოწყდა და 2,5- 3 მეტრის სიმაღლიდან  გადავარდნილი მამაკაცი ზურგით დაეცა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას მაშველების დახმარება დასჭირდა, რათა დაშავებული  საკაცით რეანომობილამდე  მიეყვანათ , რადგან დაცემის ადგილი ძნელად მისადგომი იყო.

ლაზაროს ლასკარიდმა თავის და გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიიღო.

დაცემის დროს განვითარებული ჰემატომის გამო მას სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია. დაზარალებული ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზეა და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მისი მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *