Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
ორშაბათი, აგვისტო 24, 2026
საბერძნეთი

პატისია: თერთმეტი წლის ბავშვი არასრულწლოვანებმა სასტიკად სცემეს

სასტიკი ძალადობის მორიგი შემთხვევა მოხდა არასრულწლოვანთა შორის ანო პატისიაზე, ერთ- ერთ საჯარო სკოლაში.

26 აპრილს, დილით,  სკოლაში მყოფ 11 წლის მოსწავლეს არასრულწლოვანთა ჯგუფი მიუახლოვდა და  სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი  ინციდენტის  გარეშე გააფთრებით დაუწყეს ცემა მუშტებით და წიხლებით, რის გამოც ბავშვმა გონება დაკარგა.

შემთხვევის შესახებ  დაუყოვნებლივ შეატყობინეს ბავშვის  მშობლებს. არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

საავადმყოფოში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა  იმ მომენტში ბავშვი იმდენად ცუდად იყო, ვერ შეძლო საუბარი.

პოლიციამ დედისგან მიიღო დეტალური  ინფორმაცია თუ რა მოხდა 26 აპრილის დილას დაწყებითი სკოლის ეზოში.

ექიმების განცხადებით ბავშვს დაზიანებები მთელს სხეულზე აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუშინ მან უკვე შეძლო საავადმყოფოში მისულ პოლიციის თანამშრომლებისთვის ჩვენების მიცემა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *