პატრასკენ მიმავალ გზაზე მდებარე ხიდიდან ქალმა თვითმკვლელობა სცადა
პატრას მიმართულებით, ოლიმპიის გზატკეცილი დროებით დაიკეტა.
აიგიოსთან აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე მდებარე პირველი ხიდიდან ქალი გადახტომით და თავის მოკვლით იმუქრებოდა.
ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შეაჩერა მოძრაობა და ხიდს ალყა შემოარტყა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების კილომეტრიანი რიგი შეიქმნა.
გავრცელებული ინფორმაციით პოლიციამ შეძლო ინციდენტის უმსხვერპლოდ აღკვეთა.ქალი ამ დროისათვის უსაფრთხოდ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box
