Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პატრაში ბოშა არასრულწლოვანებმა ხანდაზმული ქალი გაძარცვეს

პატრას უშიშროების პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ ბოშა არასრულწლოვანთა ჯგუფის წევრების ვინაობა, რომლებიც ხუთშაბათს ნაშუადღევს ცდილობდნენ დაუცველი მოხუცი ქალის გაძარცვას, რომელიც მარტო გადაადგილდებოდა  ქუჩაში.

არასრულწლოვანები თავს დაესხნენ ქალს ათეულობით გამვლელის თვალწინ და ძალადობრივი ქმედებით დააგდეს ის ძირს, რის გამოც ქალმა თავი დაარტყა და სერიოზული დააზიანება მიიღო. თუმცა, თავდამსხმელებმა მისი ჩანთის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს, რადგან თვითმხილველები მოხუცს დაეხმარნენ, რის შემდეგაც ბოშები ადგილიდან სწრაფად მიიმალნენ.

დაშავებული მოხუცი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მან ჩვენება მისცა პოლიციას, რომელიც უკვე ეძებს კადრებს კამერებიდან, რათა გამოავლინოს არასრულწლოვანი დამნაშავეები. საქმე აღიძრა ყაჩაღობის მცდელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *