Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

პატრა- მან აღდგომა აღნიშნა შემდეგ კი თავი მოიკლა

პატრაში 66 წლის მამაკაცის თვითმკვლელობამ ადგილობრივი საზოგადოება  შოკში ჩააგდო.

მედიის ინფორმაციით მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

გარდაცვლილი ყოფილი  ბარმენი იყო, მოგვიანებით სასტუმროს მენეჯერი, მუშაობდა ასევე საზღვარგარეთ.

აღდგომის კვირა მან მეგობრებთან გაატარა, თუმცა იგრძნობოდა, რომ ფსიქოლოგიურად  ცუდად იყო, რის გამოც მეგობარმა სთხოვა მასთან დარჩენილიყო.

მან  ორშაბათს მთელი დღე მართლაც მეგობართან გაატარა, ხოლო სამშაბათს,  სახლში დაბრუნებულმა  ვენები გადაიჭრა,  სახლის სახურავიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილი მარტოხელა იყო, მას ოჯახი არ ჰყავდა.

ფსიქოლოგების განმარტებით თვითმკვლელობების შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს სადღესასწაულო პერიოდში, თითოეული შემთხვევის უკან კი  მძიმე ფსიქოლოგიური ფონი დგას.

მარტოხელა ადამიანები ამ დროს განსაკუთრებით განიცდიან მარტოობას,  ხოლო მეტწილად ახლობელთა და გარშემომყოფთა  გულგრილობას კი მათი მდგომარეობა ტრაგიკულ დასასრულამდე მიჰყავს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *