Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პატრა: მშობლებმა 17 წლის აუტისტი შვილი აუტიზმის ცენტრში მიატოვეს

პატრა: მშობლებმა 17 წლის აუტისტი შვილი აუტიზმის ცენტრში მიატოვეს

შოკის მომგვრელია პატრაში, ბავშვთა დღის ცენტრში მომხდარი ამბავი, რომლის მთავარი გმირიც 17 წლის აუტისტი ბიჭია.

Tempo24.News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 17 წლის ბიჭი პარასკევს საღამოს 18:00 საათზე 53 წლის მამამ აუტიზმის ცენტრში მიიყვანა დღიური თერაპიის ჩასატარებლად.

პროგრამის დასრულების შემდეგ ცენტრიდან მშობლებს დაუკავშირდნენ, რათა დღიური თერაპიის დასრულების შესახებ შეეტყობინებინათ, თუმცა მშობლებმა ბიჭის ცენტრიდან წაყვანაზე უარი განაცხადეს. 

17 წლის ბიჭი ღამის 22:00 საათზე ბებიამ გაიყვანა ცენტრიდან.

მშობლებს პოლიცია ეძებს, რათა დააკავონ არასრულწლოვანი ბავშვის მიტოვების ბრალდებით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *