Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

პაფოსზე გაჩენილი ხანძრის დამორჩილება ამ დრომდე ვერ ხერხდება

პაფოსზე გაჩენილი ხანძრის დამორჩილება ამ დრომდე ვერ ხერხდება

კვიპროსის ხელისუფლება დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას პაფოსის რეგიონში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, თუმცა პოლემიში გაჩენილი ცეცხლის კერა ისევ აქტიურია და კონტროლს არ ექვემდებარება.

პაფოსში მუშაობს ოთხი ვერტმფრენი, რომელთაგანაც 2 Canadair ვერტმფრენი საბერძნეთის სახელმწიგომ გაგზავნა დასახმარებლად კვიპროსში.

“სახმელეთო სახანძრო-სამაშველო ძალები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ხანძრის დასამორჩილებლად. 250 ადამიანი 50-ზე მეტი სახანძრო მანქანის დახმარებით ცდილობდა ხანძრის ჩაქრობას.” – განაცხადა სახანძრო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეას კეტისმა.

პოლემიში გაჩენილი ცეცხლის კერა მიუდგომელ ადგილზეა. ტერიტორიაზე წვდომა მხოლოდ ვერტმფრენებს აქვთ, რომლებიც ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.

რეგიონის დანარჩენ ტერიტორიებზე კი მეხანძრეები უმკლავდებიან გაჩენილ პატარა ცეცხლის კერებს.

კვიპროსში ხანძრის ჩასაქრობად საბერძნეთთან ერთად ვერტმფრენები გაგზავნა იორდანიამაც. როგორც სახანძრო სამსახურმა განაცხადა, ლარნაკას აეროპორტში იორდანიიდან ორი ვერტმფრენი უკვე ჩაფრინდა და მიმდინარეობს მათი ეკიპაჟის ინფორმირება.

ხანძარმა უკვე გამოიწვია დიდი ეკოლოგიური კატასტროფა, რადგან დაიწვა უამრავი ცხოველი და საუკუნოვანი ხე-ტყე.

დაიწვა 2 სახლი და 14 სახლს მიადგა დიდი მატერიალური ზიანი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *