Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პერისტეტი: 13 წლის გოგონა ბიჭის გამო სასტიკად სცემეს

პერისტეტი: 13 წლის გოგონა ბიჭის გამო სასტიკად სცემეს

არასრულწლოვნებს შორის ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა პერისტერში, სადაც 13 წლის გოგონა უმოწყალოდ სცემეს, ცემის პროცესს ვიდეო გადაუღეს და სოც.მედიაში ატვირთეს.

გოგონას თავს მისი თანატოლი დაესხა. თავდასხმის დროს გოგონების გარშემო არაერთი ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც მათი გაშველების ნაცვლად ვიდეოს იღებდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდასხმის მიზეზი ბიჭი გახდა.

ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვანი გოგოების ჯგუფი თავმოყრილია კორპუსის კიბეებთან. თავდამსხმელი მსხვერპლს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ურტყამს.

დაშავებულის დედამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არცერთ გოგონას არ უცდია მის შვილს დახმარებოდა. როგორც ჩანს გოგონამ, რომელიც ვიდეოს იღებდა, გასცა განკარგულება მისი შვილის ცემისთვის: “წიხლები და მუშტები ურტყეს, აფურთხებდნენ. ჩანთაც კი ურტყეს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *