Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პეტრუპოლი: არასრულწლოვნების დაჯგუფება ნაგვის ყუთებს წვავს და არეულობას იწვევს

პეტრუპოლი: არასრულწლოვნების დაჯგუფება ნაგვის ყუთებს წვავს და არეულობას იწვევს

აურზაური გამოიწვია პეტრუპოლის დასახლებაში არასრულწლოვნების დაჯგუფებამ, რომელიც 20-25 ახალგაზრდისგან შედგება. ახალგაზრდები ერთად გადაადგილდებიან, ნაგვის ყუთებს ცეცხლს უკიდებენ და არეულობას იწვევენ.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ ვინმე შენიშვნას მისცემს, არ ერიდებიან ძალის გამოყენებას. 

ტელემაუწყებელი Mega-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ წარსულში არაერთხელ ჰქონდათ მიქცეული სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება.

ახალგაზრდები გადაადგილდებიან ავტომანქანებით. არ ითვალისწინებენ უსაფრთხოდ გადაადგილების წესებს, რადგან უმეტესობა მოძრავი მანქანების ფანჯრებიდან არის გადმოკიდებული.

პოლიციამ დაიწყო გამოძიება დანაშაულებრივი დაჯგუფების თითოეული წევრის ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *