Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პირგოსი: მამაკაცი ახალგაზრდა ქალის აივანზე აძვრა და საცვლები მოიპარა

ოთხშაბათს (8/11) ღამით პირგოსში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად შემთხვევით გამვლელმა პირველ სართულზე მდებარე ბინის აივნიდან გადმომხტარი მამაკაცი შენიშნა, რომლის ქმედებაც აშკარად ეჭვს იწვევდა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

საეჭვო მამაკაცი მალევე დააკავეს. როგორც გაირკვა 38 წლის, აშკარად გარკვეული  ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პირს, მანამდე შემჩნეული ჰყავდა აღნიშნულ ბინაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომლის მიმართ ინტერესმაც ის აიძულა მისი ბინის აივანზე ამძვრალიყო და უთვალთვალებდა ქალს აივნის კარიდან, გაქცევისას კი იქვე საშრობზე გაფენილი, ქალის საცვლებიც გააყოლა ხელს.

ამ დრომდე  უცნობია შეიტანა თუ არა დაზარალებულმა ქალმა სარჩელი 38 წლის მამაკაცის წინააღმდეგ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *