Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პირეა: იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარში არასრულწლოვანი გარდაიცვალა

პირეა: იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარში არასრულწლოვანი გარდაიცვალა

პოლიციამ ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დააკავა პედიატრი, რომელმაც არასრულწლოვან გოგონას არასწორი დიაგნოზი დაუსვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხუთშაბათს, 5 დეკემბერს, საღამოს გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციაში ზარი საავადმყოფოდან შევიდა.

არასრულწლოვანი იძულებით გადაადგილებულ პირთა თავშესაფარში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილის მშობლები პედიატრს ადანაშაულებენ და თვლიან, რომ ექიმმა გოგონას არასწორი დიაგნოზი დაუსვა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. 

გამოძიებამ უკვე შეაგროვა საქმის მასალები, პედიატრი დაკითხვაზე გადაიყვანა, თუმცა მალევე, პროკურორის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, გაათავისუფლა. 

ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *