Latest news
საბერძნეთში „საცხოვრებლის განახლების“ პროგრამის პირობები ფართოვდება – ახალი გადაწყვეტილების თანახმად... კვირას 19 ივლისს მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებლებს პირეა: ნახშირბადის მონოქსიდი წუთებში იწვევს გონების დაკარგვას თუ ჩვენი გესმის იცოდე, რომ მუდამ გვეყვარები - 15 წლის ანნა-მარიას მეგობრები ემშვიდობებიან ხარის მარიოლისი: კრივის ფედერაციის გაუქმება ფინანსურ დარღვევებს არ უკავშირდება განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას გეგმავს პირეა: მანქანაში 2 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში იპოვეს წყლის დეფიციტის გამო კუნძულ პოროსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა კვიპროსის ცნობილი ჰალუმი – ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს ითვლის საბერძნეთის პარლამენტი შშმ პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
ოთხშაბათი, ივლისი 15, 2026
Uncategorized

პირეა: ნახშირბადის მონოქსიდი წუთებში იწვევს გონების დაკარგვას

პირეა: ნახშირბადის მონოქსიდი წუთებში იწვევს გონების დაკარგვას

გამოძიება გრძელდება 28 წლის ადვოკატისა და 24 წლის პრაქტიკანტი ადვოკატის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, რომლებიც სამშაბათს, 14 ივლისს პირეაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარაჟში გაჩერებულ მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მანქანა დაქოქილი იყო და კონდიციონერიც მუშაობდა, თუმცა გარაჟი ჩაკეტილი იყო. გამოძიება ვარაუდობს, რომ ძრავის გამონაბოლქვი კონდიცირების სისტემის მეშვეობით ავტომობილის სალონში შევიდა, რამაც ახალგაზრდების გაგუდვა გამოიწვია.

სასამართლო ექსპერტის, ღრიღორის ლეონის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად აღნიშნულმა ფენომენმა ნამდვილად შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე: “აღნიშნული სცენარი შეესაბამება შედეგს, რომელიც დადგა. საუბარი გვაქვს ჩაკეტილ სიცრცეზე, პატარა ავტოფარეხზე, სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა ჩართული ძრავითა და კონდიცინერით. აღნიშნული ვითარება ქმნის საფუძველს მანქანის სალონში წარმოიქმნას ნახშირბადის მონოქსიდი, რომელიც სისხლში მოხვედრის შემთხვევაშიც მარტივად იკავებს ჟანგბადის ადგილს და წივევს გონების დაკარგვას, რასაც დროული ჩარევის არარსებობის შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივყავართ. სამწუხაროდ ნახშირბადის მონოქსიდის ამოცნობა მარტივი არ არის, რადგან არ აქვს სუნი, არც ფერი, შესაბამისად რეაგირებისთვის დრო არ გვრჩება. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური განათლება ამ სფეროში, რთულად დააკავშირებენ ძილის მორევას მანქანაში ნახშირბადის მონოქსიდის წარმოქმნასთან.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *