Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

პირეა: სასტიკი მკვლელობა ავტოსადგომის გამო

როგორც ცნობილი გახდა დღეს პირეაზე, პრაქსიტელუს ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე საზარელი მკვლელობა მოხდა. 68 წლის  ასაკოვანმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით მოკლა 39 წლის ამავე ავტოსადგომის თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება მათ შორის ავტოსადგომის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცმა სახლიდან სანადირო თოფი გაიტანა და მსხვერპლს ერთხელ ესროლა თავში, შემდეგ კი ძირს დაცემულს მეორედ ესროლა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად მოკლა.

როგორც ირკვევა მამამკაცებს ხშირად ჰქონდათ ერთმანეთთან კამათი და უსიამოვნება.

მკვლელობის შემდეგ შეირაღებული თავდამსხმელი ალკივიადუს ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში ჩაიკეტა, თუმცა შემდეგ საკუთარი ნებით ჩაბარდა პოლიციას.

დაზარალებული ალბანური წარმოშობის 39 წლის მამაკაცი თავდაპირველად ზანეოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გარდაცვალება დადგინდა.

ქალი, რომელიც იცნობს თავდამსხმელს, საუბრობს ასაკოვან მამაკაცზე, რომელიც ხშირად უქმნიდა პრობლემებს მეზობლებს და მათ ხშირად ეჩხუბებოდა, ძირითადად  საყოფაცხოვრებო მიზეზების გამო.

მისი თქმით, მამაკაცს მანქანაც კი არ ჰყავდა, თუმცა აკვიატებულ ქცევებს ავლენდა და ზიზიღს გამოხატავდა ავტოსადგომის მიმართ.

მისი განმარტებით, მოძალადე “16 წელია ყველას ებრძვის, ყველას უქმნის პრობლემებს, ის არ არის გიჟი, უბრალოდ ძალიან ცუდი ადამიანია. მას ეუბნებოდნენ რომ ავტოსადგომი იყო კერძო საკუთრება, მაგრამ ვერ იგებდა. მანქანებს უვარდებოდა და არ დგებოდა. უცნაური კაცი იყო, ორი წლის წინ ავტოკატასტროფაში მოყვა, ავტოსადგომს ვერ იტანდა, უკანონოდ თვლიდა, ახლა კი იარაღიც მოიტანა.”- ამბობს ის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *