Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ძალადობდა მის ცოლსა და 3 შვილზე

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც ძალადობდა მის ცოლსა და 3 შვილზე

სამართალდამცავმა ორგანოებმა 58 წლის კაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ სახლში, ამფიკლია-ელასტიას მუნიციპალიტეტში, იყო გამოკეტილი, მას შემდეგ, რაც მისმა მეუღლემ მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ძალადობის მსხვერპლი აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ მასზე სექსუალურად იძალადა ხოლო მათ 3 შვილს კი ფიზიკურად გაუსწორდა.

აღნიშნული შემთხვევა ოთხშაბათს ღამით მოხდა, როცა 58 წლის კაცი სახლში გაბრაზებული დაბრუნდა, სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო, რომელთაგანაც ერთ-ერთი მის 12 წლის ქალიშვილს მოხვდა თავში. 

შეშინებულმა დედამ პოლიცია ტელეფონით გამოიძახა და პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მასზე მისი მეუღლე სისტემატიურად ძალადობდა როგორც სექსუალურად ასევე ფიზიკურადაც. 

როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა მოძალადე უარს აცხადებდა სახლიდან გამოსვლაზე, თუმცა პოლიცია ძალის გამოყენებით შევიდა სახლში და მოძალადე ადგილზევე დააკავა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პოლიციამ სახლის ჩხრეკისას 148 გრამი დაუმუშავებელი მარიხუანა ამოიღო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *