Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

პოლიციასა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ პირთა შორის ინციდენტის შედეგად ექსარხიაზე ქაოსმა დაისადგურა

პოლიციასა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ პირთა შორის ინციდენტის შედეგად ექსარხიაზე ქაოსმა დაისადგურა

სოც.მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები, რომლებიც გუშინ ღამით ექსარხიაზე პოლიციის თანამშრომლებსა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ პირთა შორის მომხდარ ინციდენტს ასახავს.

ქაოსი, ცეცხლის ალში გახვეული ავტომანქანები, ადგილობრივი აფეთქებები და შავი კვამლი საომარ ზონას ჰგავდა. 

კალიდრომიუს ქუჩაზე გაჩერებულ ავტომანქანებს მატერიალური ზიანი მიადგათ ცეცხლისგან, რომლის ალიც საცხოვრებელი კორპუსების აივნებამდე აღწევდა. აფეთქებების ხმა კი ადგილობრივ მაცხოვრებლებში პანიკასა და ქაოტურ მდგომარეობას იწვევდა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სახანძრო სამსახური.

ხანძარი კალიდრომიუს ბენაკისა და ხარილაუ ტრიკუპის ქუჩების კვეთაზე მძვინვარებდა.

ცეცხლის ჩასაქრობად 18 მეხანძრე 7 სახანძრო მანქანით მუშაობდა.

ინციდენტის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *