Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

პოლიციის მანქანა ტაქსი არ არის – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა

პოლიციის მანქანა ტაქსი არ არის – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა

რამდენად შესაძლებელია მიდიოდეს შეშინებული გოგონა პოლიციაში და საჩივრის დაწერაზე უარს ამბობდეს?! 

ან აქვს კი აზრი კიდევ ერთი საჩივრის დაწერას, როცა მოძალადის წინააღმდეგ არაერთხელ წაყენებული ბრალდების მიუხედავად ფიზიკური ძალადობის, მუქარის, გაუპატიურების მცდელობის გამო, ის მაინც თავისუფლად გადაადგილდება ქალაქის ქუჩებში და მსხვერპლისთვის საფრთხეს წარმოადგენს?

რამდენად შესაძლებელია შეშინებული გოგონა ითხოვდეს პოლიციის თანხლებას სახლში წასასვლელად და პოლიციის თანამშრომლები ამაზე უარს ეუბნებოდნენ?

სამართალდამცავ ორგანოებს არ აქვთ არანაირი ბერკეტი შემაკავებელი ორდერის გარდა მოძალადეების წინააღმდეგ, თუ უბრალოდ შესაძლებლობის მინიმუმს აკეთებენ და თვლიან, რომ ამით მოვალეობა მოიხადეს?

ეს და კიდევ სხვა მრავალი კითხვა ჩნდება ყოველ ჯერზე, როცა კიდევ ერთი ქალი კვდება ათენის, საბერძნეთის, მთელი მსოფლიოს ქუჩებში.

როგორც მოგეხსენებათ 28 წლის შეშინებულმა გოგონამ, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დახმარების სათხოვნელად მივიდა და თანამშრომლებს საპატრულო მანქანით სახლში წაყვანა სთხოვა პოლიციის თანამშრომლებმა მას უპასუხეს: “პოლიციის მანქანა ტაქსი არ არის”. გოგონამ შენობა დატოვა და რამდენიმე წუთის შემდეგ ის მისმა ყოფილმა პარტნიორმა სიცოცხლეს გამოასალმა.

პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ეს ფრაზა სიტყვის მასალად გამოიყენა და დაამატა, რომ სატელეფონო საუბრისას მან ვერ გაიაზრა სიტუაციის სიმძაფრე და ვერ მიხვდა, რომ გოგონას სიცოცხლე საფრთხეში იმყოფებოდა.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პოლიციის თანამშრომელი 25 წლის არის და ახალი დაწყებული აქვს მუშაობა ამ პოზიციაზე. რამდენად ამართლებს ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მომხდარს ამას საზოგადოება განსჯის, თუმცა რამდენად უნდა გვქონდეს სახელმწიფოს, საზოგადოების, სამართალდამცავი ორგანოების იმედი, როცა ჩვენს სიცოხლეს საფრთხე ემუქრება ეს უბედური შემთხვევა ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *