Latest news
სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას ბოლო 40 წლის განმავლობაში საბერძეთის 10 მთიან რეგიონში თოვლის საფარმა 58%-ით იკლო პროგრამა, რომელიც სახლის სარემონტო ხარჯებს 95%-მდე ფარავს: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალი პროგრამი... პროკურორმა გასცა 59 წლის კაცის დაკავების ბრძანება, რომელიც 23 წლის გოგონას პარკინგის ადგილის გამო ფი... ავტოსაგზაო შემთხვევამ 13 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა 89 წლის საბერძნეთის მოქალაქეს დღეს დაკითხვენ - მოხუცებულს ბრალი 3 განსაკუთრებით მძიმე და 6 მძიმე დან... ჯანდაცვის სამინისტროს შეცდომის გამო იშვიათი დაავადების მატარებელი პაციენტები მედიკამენტების გარეშე დ... ილია: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი სასიკვდილოდ დაშავდა რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას
ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
Uncategorized

რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას

რამდენად ცდილობს საბერძნეთის სახელმწიფო ხელი შეუწყოს შობადობის მატებას

საბერძნეთი უკვე დიდი ხანია დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. ქვეყანა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ცდილობს არაერთი პროგრამის გატარებას და დაფინანსების გაცემას, რათა ხელი შეუწყოს შობადობის მატებას და შეახსენოს მშობლებს, რომ მრავალშვილიანობა უსამსახუროდ დარჩენის რისკს არ ზრდის.

სოციალური პროგრამა “ძიძები სამეზობლოდან” უკვე ამოქმედდა. პროგრამაზე რეგისტრაცია ntantades.gov.gr ვებსაიტზეა შესაძლებელი. 

აღნიშნული სოციალური პროგრამის მიზანია დიასახლისები დაუბრუნდნენ პროფესიულ საქმიანობას. იმისთვის რომ ზემოთაღნიშნულის შესაძლებლობა მიეცეთ დიასახლისებს სახელმწიფო გასცემს ვაუჩერებს, რომლებითაც მშობლები ძიძებისთვის ანაზღაურების გადახდას შეძლებენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა საპილოტე რეჟიმში უკვე 62 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ახლა უკვე მზად არის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით შევიდეს ძალაში.

ვაუჩერის მისაღებად რეგისტრაცია შეუძლიათ დედებს, რომლებსაც ჰყავთ 2 თვიდან 2,5 წლამდე ასაკის ბავშვები და მამებს, რომლებსაც სრული მეურვეობა აქვთ შვილებზე. განმცხადებლების წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 24 000 ევროს.

ვაუჩერი არის 500 ევროს ღირებულების დედებისთვის, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხოლო 300 ევროს ოდენობის თვეში მათთვის, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. დედებისთვის, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან და ეძებენ სამსახურს, ასევე 300 ევროს შეადგენს ვაუჩერი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში მიიღებენ მხოლოდ.

სამუშაო საათები ძიძებისთვის განისაზღვრება ოჯახსა და ძიძას შორის შეთანხმებით, რათა მორგებული იყოს თითოეული ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებზე.

თითოეულ ძიძას შეუძლია შეითავსოს 3 ბავშვის მოვლა, რაც ჯამში მის ანაზღაურებას 1500 ევრომდე გაზრდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბებია-ბაბუებსაც შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მთავარი წინაპირობაა, რომ მათ ჰქონდეთ ზოგადი განათლების ატესტატი და დაესწრონ ონლაინ სემინარს, რომელიც საჭირო ტრენინგს უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია ცნობა სასწრაფო დახმარების ცენტრიდან, რომელიც დაადასტურებს, რომ ძიძას შეუძლია პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ბავშვს საჭიროების შემთხვევაში და ჯანმრთელობის ცნობა: ზოგადი ექიმისგან, ფსიქიატრისგან, დერმატოლოგისგან, ნასამართლეობის ცნობა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *