Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას ითვალისწინებს უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

რას ითვალისწინებს უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

მნიშვნელოვან პოლიტიკურ დებატებს გამოიწვევს საბერძნეთის პრემიერ მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის გადაწყვეტილება, გადასცეს უცნობი ჯარისკაცის ძეგლის მოვლა-პატრონობა, დასუფთავების პასუხისმგებლობა თავდაცვის ეროვნულ სამინისტროს.

ტემბის ტრაგედიაში დაღუპული სტუდენტის მამის, პანოს რუცის შიმშილობის საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს გაბატონებული სურათი გუშინ საღამოსაც განმეორდა. ტემბის ტრაგედიაში გარდაცვლილთა ნათესავებმა ახალგაზრდების სახელები წითელი საღებავით ისევ ჩამოწერეს პარლამენტის წინ, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან.

ეს იყო ბოლო წვეთი პრემიერ მინისტრისთვის, რათა მიეღო გადაწყვეტილება წაეყენებინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აღკვეთს ძეგლის თვითნებური ექსპლუატაციის შემთხვევებს. 

აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში სამშაბათს, 21 ოქტომბერს შევა. 

კანონპროექტი, რომელიც უკვე პრემიერ მინისტრის გენერალური მდივნის, სტელიოს კუტნაძის ოფისში დევს, ითვალისწინებს უცნობი ჯარისკაცის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველანაირი პროტესტისა და დემონსტრაციის გამართვის, ბანერის აღმართვისა და გრაფიკის დახატვის აკრძალვას.

პავლოს მარინაკისმა განაცხადა, რომ ტემბის ტრაგედიაში დაღუპული ახალგაზრდების სახელები მთავრობის მიერ არ წაიშლება. მათ წაშლის დრო და ბუნებრივი მოვლენები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *