Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაფიცვის ფარგლებში

რა განრიგით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაფიცვის ფარგლებში

მიუხედავად იმისა, რომ ათენის ცენტრი გადაკეტილია ფედერაციებისა და პროფკავშირების მიერ გამოცხადებული საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში გამართული საპროტესტო აქციის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებული გრაფიკით, მაგრამ მაინც აგრძელებს აქციაში მონაწილეებისა და ზოგადად დედაქალაქის მოსახლეობის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის მუშაობას.

ავტობუსები და ტროლეიბუსები დღეს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გადაადგილდებიან.
მეტროს პირველი ხაზიც(პირეა-კიფისია) ასევე 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს:
ბოლო მატარებელი:
– კიფისიიდან პირეას მიმართულებით 20:35 საათზე გავა
– მონასტირაკიდან კიფისიის მიმართულებით 20:51 საათზე, ხოლო მონასტირაკიდან პირეას მიმართულებით კი 21:09 საათზე.
– ატიკიდან კიფისიის მიმართყლებით 20:59 საათზე, ხოლო ატიკიდან პირეას მიმართულებით 21:02 საათზე.

მეტროს მეორე და მესამე ხაზები დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე იმუშავებენ.
რაც შეეხება ტრამვაის დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე გადაიყვანს მგზავრებს.
ბოლო მატარებელი:
– სინდაღმიდან ყველა მიმართულებით დაიძვრება 17:10 საათზე
– ანთუპოლიდან ელენიკოს მიმართულებით 16:51 საათზე

  • ელინიკოდან ანთუპოლის მიმართულებით 16:48 საათზე
  • დიმორიკო თეატროს სადგურიდან დუკისის პლაკენტიას მიმართულებით 16:44 საათზე
  • დუკისის პლაკენტიას სადგურიდან დიმოტიკო თეატროს მიმართულებით კი 16:47 საათზე.

რაც შეეხება მეტროს ხაზების მიმოსვლას აეროპორტისკენ და აეროპორტიდან ქალაქისაკენ:

  • პირველი მატარებელი დიმოტიკო თეატროს გაჩერებიდან დილის 09:06 საათზე დაიძვრება, ხოლო აეროპორტიდან კი 09:10 საათზე.
  • ბოლო მატარებელი კი დიმოტიკო თეატროდან 16:18 საათზე გავა, ხოლო აეროპორტიდან კი 16:22 საათზე.

ტრამვაით გადაადგილების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას დილის 09:00 საათიდან საღამოს 20:30 საათამდე შეძლებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *