Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

რთული მდგომარეობა გადაადგილების მხრივ დღეს – არ მუშაობს ISAP, მეტრო და ტროლეიბუსი

დღეს ქვეყანაში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა. მთავრობის ახალი  შრომის კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნით STASY-ის მუშათა პროფკავშირების გაფიცვის გამო, მეტროს მატარებლები 1, 2 და 3 ხაზებზე არ მუშაობს.

STASY-ის ადმინისტრაციამ გვიან ღამით, მეტროსა და ISAP-ში გაფიცვის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა. საქმე დღეს, ხუთშაბათს განიხილება.

ათენის ავტობუსის მძოლების მიერ დილის 5 საათიდან გამოცხადებული სამუშაო გაჩერება დილის 9 საათამდე, ხოლო საღამოს 9 საათიდან ღამის 12 საათამდე უკანონოდ იქნა ცნობილი. ასე რომ, OASA-ს ავტობუსები ნორმალურად იმოძრავებენ, რადგან პროფკავშირმა მობილიზაცია შეაჩერა. თუმცა პროფკავშირისტები კოლეგებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ გაფიცვაში და საპროტესტო აქციებში, რომელიც ათენის შრომის ცენტრმა დააანონსა. სალონიკის ავტობუსებზე გაფიცვა კანონიერად იქნა მიჩნეული. ავტობუსები მხოლოდ ცვლის დაწყებიდან დილის 8:00 საათამდე და საღამოს 21:00 საათიდან მორიგეობის დასრულებამდე შეწყვეტენ მუშაობას.

ფრენები საბერძნეთის აეროპორტებიდან დღეს ნორმალურად შესრულდება ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც უკანონოდ ცნო საბერძნეთის საჰაერო მოძრაობის კონტროლერების კავშირის (EEKE) გაფიცვა, რომელმაც განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 24-ე ADEDY-ის საათობრივ გაფიცვაში. სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა და ტრანსპორტის სამინისტრომ გაფიცვა ათენის პირველ ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრეს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *