Latest news
სალონიკი: 40 წლის კაცმა სატვირთო მანქანიდან 250 ლიტრი საწვავი მოიპარა კუნძული როს ქალბატონი: 10 მეტრის სიმაღლის კლდეზე დგას ქალის ქანდაკება, რომელიც 40 წლის განმავლობაში ... 25 მარტი: აღლუმების განრიგი ვერია: 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 19 წლის ბიჭს, რომელმაც ინსტაგრამზე შეყვარებულის პირადი ცხ... ათენში 25 მარტისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა აღლუმი გაიმართება პაციენტები კმაყოფილები არიან სამედიცინო პერსონალის მომსახურებით თუმცა არა შენობაში არსებული სისუფთავ... ლიოსიონ: ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება საწყობში გაჩენილი ხანძარი გლიფადა: დღეს დაკითხავენ გალერიის მეპატრონეს, რომელსაც ბრალად ყალბი ექსპონატების დამზადება-გაყიდვა ე... სასამართლო დარბაზი, რომლის შეცვლასაც ითხოვენ, არის საბერძნეთის მასშტაბით ყველაზე დიდი ტაქსის მძღოლებმა მძღოლს, რომელიც გაფიცვაში არ იღებდა მონაწილეობას და განაგრძობდა მუშაობას ყავის ჭიქე...
ხუთშაბათი, მარტი 26, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

როგორ დავიცვათ სწორად თვალის ჰიგიენა

როგორ დავიცვათ სწორად თვალის ჰიგიენა

თვალებში ადვილად ხვდება უცხო სხეული, იოლად აზიანებს უხეში საგნები და ქიმიური ნივთიერებები. ნურც ვირუსულ ინფექციებს დავივიწყებთ, რომლებმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თვალს. თვალში უცხო სხეულის მოხვედრისას თვალების ამობანა ზოგჯერ მკურნალობაზე მნიშვნელოვანიც კია. ეს სახლის პირობებშიც შესაძლებელია:

  • მაგარ ჩაიში დასველებული ტამპონით ამოიწმინდეთ თვალი შიგნითა კუთხიდან.
  • ცალი თვალის ამოსუფთავების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და გაიწმინდეთ მეორე თვალიც ახალი ხსნარით და სუფთა ტამპონით.

არსებობს თვალის სპეციალური აბაზანა, რომელსაც მოგრძო ბოლოები აქვს, რაც ჭურჭლის სახეზე მჭიდროდ მიჭერის საშუალებას იძლევა. თვალის ჰიგიენა მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც მიმართულია მხედველობის შენარჩუნებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების მიზეზების აღმოფხვრისაკენ:

  • კითხვისას ყურადღება მიაქციეთ განათებას. თვალები არ გადაგეღალოთ, არ დაგეძაბოთ. განათების წყარო მოათავსეთ ისე, რომ სინათლე უკნიდან, მხარს ზემოდან ეცემოდეს ტექსტს. განათება უნდა იყოს საკმაოდ მკვეთრი. ბინდბუნდში კითხვა ვნებს მხედველობას. სამუშაო მაგიდა ისე უნდა დადგათ, რომ ფანჯრიდან შემოსული სინათლის სხივები მარცხნიდან ეცემოდეს. აუცილებლად გაამუქეთ მაგიდის ნათურა, თორემ თვალს მოგჭრით. ძალზე ინტენსიური შუქი თვალებისთვის საზიანოა და სწრაფად ღლის.
  • თავი არიდეთ ტრანსპორტში კითხვას – რყევისას თვალები ტექსტზე ფოკუსირებას ვეღარ ახერხებს.
  • დაიცავით სათანადო მანძილი ტექსტსა და თვალებს შორის – ის არ უნდა იყოს 30 სმ-ზე ნაკლები.
  • კომპიუტერთან მუშაობისას დაიცავით დისტანცია თვალებსა და მონიტორს შორის – ის უნდა უდრიდეს წინმკლავში გაშლილი ხელების სიგრძეს. კომპიუტერთან 40-წუთიანი მუშაობის შემდეგ თვალები დაასვენეთ.
  • დააბალანსეთ კვების რეჟიმი. საკვები საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს თვალისთვის სასარგებლო ვიტამინებს – A-სა და D-ს. ეს უკანასკნელი ბევრია ზღვის ქაშაყში, ნაღების კარაქში, კვერცხის გულში, საქონლის ღვიძლში. A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმის კვერცხი, ვირთევზას ღვიძლი, ნაღები. მისი სინთეზისთვის საჭირო პროვიტამინი A უხვადაა სტაფილოში, ხახვში, ასკილში, ბულგარულ წიწაკაში, სალათის ფურცლებში, გარგარში.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *