Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

13 წლის მოსწავლე თავისმა თანაკლასელებმა სკოლის ტერიტორიაზე სცემეს

13 წლის მოსწავლე თავისმა თანაკლასელებმა სკოლის ტერიტორიაზე სცემეს

კალამატას მეოთხე სკოლაში ორშაბათს დილით, შესვენების დროს, სკოლის დერეფანში სამმა მოსწავლემ საკუთარი თანაკლასელი სცემა. თავდამსხმელებმა დაზარალებულს თავში და სხეულის სხვა ნაწილებში მუშტები და წიხლები ურტყეს. ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესამოწმებლად და პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო გახდა 13 წლის მოსწავლის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებულია სამივე სკოლის მოსწავლე. მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *