Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კორფუზე 75 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც ძაღლი მოკლა და მდინარეში გადააგდო

აღშფოთება გამოიწვია კუნძულ კორფუზე 75 წლის ქალის ქმედებამ, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ძაღლი, შემდეგ კი მდინარეში გადააგდო.

პოლიციის განცხადებით, 75 წლის ქალი გუშინ დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცხოველის მოკვლისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა.

მის წინააღმდეგ საჩივრის თანახმად, ქალმა უკანონოდ შენახული იარაღით ძაღლი მოკლა და სამხრეთ კორფუს მიდამოში მდინარეში გადააგდო.

მის სახლში სასამართლოს თანამშრომლის თანდასწრებით ჩატარებული ჩხრეკისას ნაპოვნი და ამოღებულია თოფი, რომელსაც იგი კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე ფლობდა.

მომხდარზე წინასწარი გამოძიება ახილეონის პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა, ამასთან, ბრალდებულს 30 000 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

დაკავებული ქალი კორფუს სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *