Latest news
საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების დირექტორატი: უნდა დაისაჯოს ევროპის პროკურატურის მუშაობის ხელის შე... როგორც ნაგავი ისე მოისროლეს - აცხადებს 19 წლის მირტოს დედა ხაიდარი: სკოლის აივნიდან 13 წლის მოსწავლე გადავარდა და მძიმედ დაშავდა მირტოს Airbnb-იდან გაყვანის კადრების წაშლასთან დაკავშირებით ბინის მეპატრონე განცხადებას აკეთებს ლიოსიონ: არ მადარდებს ჩემი შვილის ბედი, დაშავებულის მდგომარეობას განვიცდი - აცხადებს 16 წლის მოტოციკ... კალიფსო ძლიერი და ჯანმრთელი ზღვას დაუბრუნდა სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
შოუბიზნესისაბერძნეთი

როგორ მოვიქცეთ მზის დარტყმის დროს

როგორ მოვიქცეთ მზის დარტყმის დროს

მზის დაკვრა სერიოზული სამედიცინო შემთხვევაა. ამ დროს დაზარალებულს აღენიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, წითელი კანი, რომელიც შეიძლება, იყოს მშრალი ან ტენიანი, ცნობიერების დაბინდვა, სწრაფი, სუსტი პულსი, გახშირებული სუნთქვა, ღებინება.

გახსოვდეთ, რომ მზის დარტყმა სიცოცხლისთვის სახიფათოა და ასეთ დროს პირველადი დახმარების აღმოჩენა ყველას უნდა შეეძლოს, რადგან თუ პირველი დახმარება დაგვიანდა, მდგომარეობა დამძიმდება. პირველ რიგში, დაზარალებული უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას, თუ მსუბუქი გადახურებაა და უმნიშვნელო დისკომფორტს განიცდის, მაშინ უნდა მიიღოს გრილი შხაპი ხუთი წუთის განმავლობაში, სხეული კარგად გაიმშრალოს და წოლითი რეჟიმი გააგრძელოს.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიმძიმის დროს, აუცილებელია დიდი რაოდენობით ცივი სასმელი: წყალი, ლიმონათი, ხილის წვენები, მინერალური წყალი. თუ შხაპის შესაძლებლობა არ არის, მაშინ დაშავებულს თავზე უნდა დავადოთ ყინული და შევახვიოთ სველ ზეწარში.

თუ დაზარალებულის სხეულის ტემპერატურა მოზრდილებში 39°-ზე და ბავშვებში 38°-ზე მეტია, შეიძლება, მისცეთ რომელიმე სიცხის დამწევი საშუალება.

იმ შემთხვევაში, თუ კანის დამწვრობას მიიღებთ, არ დაარღვიოთ წარმოქმნილი ბუშტუკების მთლიანობა, ამით თავიდან აიცილებთ სხეულის ინფიცირების რისკის გაზრდას. არ გამოიყენოთ მაწონი, ზეთი, მაიონეზი და სხვა მსგავსი საშუალებები. უმჯობესია, დამწვრობის მალამო ან პანთენოლის სპრეი.

დააკვირდით, თუ ავადმყოფი არ სუნთქავს, დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვის გაკეთება. შეუმოწმეთ პულსი. სისხლის მიმოქცევის შეჩერების შემთხვევაში, გაუკეთეთ გულის გვერდითი მასაჟი.

სუნთქვის, სისხლის მიმოქცევისა და გონების დარღვევის შემთხვევაში, კრუნჩხვების დროს, დაუყოვნებლივ გამოუძახეთ „სასწრაფო დახმარებას“.

იმისათვის, რომ ეს ყოველივე თავიდან ავიცილოთ, საჭიროა 11:00-დან 17:00 საათამდე ზღვის სანაპიროზე გასვლისგან თავის შეკავება, ვინაიდან დღის ამ მონაკვეთში მაღალია რადიაციული ფონი და მზის სიმხურვალე.

მზეზე დიდი ხნით ნუ გაჩერდებით, მით უფრო ქოლგისა და ქუდის გარეშე. დღის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, ატარეთ ღია ფერის სამოსი, ამასთან, ისეთი ქსოვილის, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს. სასურველია გარუჯვისა და ზღვაში ბანაობის ხშირი მონაცვლეობა, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, საცხოვრებელი და სამუშაო შენობების კარგად განიავება, შედარებით დაბალი ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება.

მზის დარტყმა შესაძლოა, განვითარდეს ცხელ გარემოსთან კონტაქტით. მზის დარტყმის ამ ფორმას ეწოდება არაძალისმიერი ანუ კლასიკური მზის დარტყმა, რომელიც ვითარდება ცხელ გარემოში ყოფნისას ორგანიზმის ტემპერატურის აწევის შედეგად. მზის დარტყმის ეს ტიპი ვითარდება ცხელ, ნესტიან ამინდში 2-3 დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროის გატარების შემდეგ. ყველაზე ხშირად ვითარდება ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.

ფიზიკურ ძალისხმევასთან დაკავშირებული მზის დარტყმა გამოწვეულია ორგანიზმის ტემპერატურის გაზრდით ცხელ ამინდში ზედმეტად დატვირთული ვარჯიშის შედეგად. მზის დარტყმა შესაძლოა, ცხელ ამინდში მოვარჯიშე ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, თუმცა ის უფრო ხშირად გვხვდება ასეთ პირობებს შეუჩვეველ ადამიანებში.

მზის დარტყმის ნებისმიერი ტიპი შეიძლება გამოიწვიოს: ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმამ – ეს ხელს უშლის ოფლის აორთქლებას და ორგანიზმის გაგრილებას. ალკოჰოლის მიღებამ – ალკოჰოლი ზეგავლენის ახდენს ორგანიზმის ტემპერატურის კონტროლის უნარზე. გაუწყლოებამ – ის ვითარდება ოფლიანობით დაკარგული სითხის არასაკმარისი შევსების შედეგად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *