Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

როდემდე გასტანს მზიანი საგაზაფხულო ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე

როდემდე გასტანს მზიანი საგაზაფხულო ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე

მარტის თვე საკმაოდ თბილი, სეზონისთვის შეუსაბამო ტემპერატურით დაიწყო, თუმცა სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მზიანი ამინდებით ტკბობას საბერძნეთის მოსახლეობა დიდხანს ვეღარ შეძლებს.

წვიმა, ქარიშხალი და ცუდი ამინდი მარტის თვეში მოულოდნელ ცვლილებას არავისთვის წარმოადგენს.

17 მარტიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ქვეყნის უმეტეს ნაწილში.

მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასი აცხადებს, რომ ატმოსფეროში დაგროვილი ნალექის შედეგად ადგილობრივი წვიმებია მოსალოდნელი ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ხოლო მომდევნო დღეებში კი აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკშიც გაწვიმდება. დაუბერავენ 4-6 ბოფორი სიმძლავრის ქარები, ხოლო იონიის ზღვის კუნძულებზე 7-8 ბოფორი სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა სრულიად ქვეყნის მასშტაბით 18 გრადუსს არ გადააჭარბებს.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორამციის თანახმად 19 და 20 მარტს არის ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება მოსალოდნელი. უამინდობის ფენომენი სათავეს იონიის ზღვიდან აიღებს და აღმოსავლეთის მიმართულებით დაიძვრება. სწორედ ამ ორ დღეს არის მოსალოდნელი ინტენსიური მოვლენები, ქარიშხალი, ხანგრძლივი წვიმა, რაც შესაძლოა წყალდიდობის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *