Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდესაც პოლიციაში მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს ის უკვე გერმანიაში იმყოფებოდა

როდესაც პოლიციაში მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს ის უკვე გერმანიაში იმყოფებოდა

16 წლის გოგონას გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. როგორც საბერძნეთის პოლიციის პრესცენტრის წარმომადგენელმა, კონსტანტინა დიმოღლიდუმ განაცხადა არასრულწლოვანი უკვე გერმანიაში იმყოფებოდა მაშინ, როცა მისი გაუჩინარების შესახებ პოლიციაში განაცხადეს.

პრესცენტრის წარმომადგენელმა ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის გადაცემაში ისაუბრა და განაცხადა, რომ ლორა 8 იანვარს დილით გავიდა სახლიდან, ჩავიდა ათენში, შეიძინა თვითმფრინავის ბილეთი საღამოს 17:30 საათისთვის და გაფრინდა გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით: “როდესაც გოგონას მშობლები პოლიციის შენობაში სადღაც ღამის 20:00 საათზე მივიდნენ, რათა მისი გაუჩინარების შესახებ განცხადება გაეკეთებინათ, გოგონა უკვე გერმანიაში იმყოფებოდა.” 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გოგონა ფრანკფურტში გაფრინდა.

“ეს არის გამოძიების ვარაუდი და ჩვენ დადასტურებული ინფორმაცია გოგონას მოგზაურობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. საბერძნეთის პოლიცია დაუკავშირდა გერმანიის პოლიციას რათა დაედგინა ჩავიდა თუ არა გოგონა მის ნათესავთან, რაზეც პოლიციამ უპასუხა, რომ გოგონა მის ძმასთან არ იმყოფება. პოლიციას აქვს ინფორმაცია, რომ გოგონამ ბილეთი ომონიაზე მდებარე ტურისტული ცენტრიდან შეიძინა, შემდეგ ჩაჯდა ავტობუსში, რომელიც აეროპორტის მიმართულებით მიდის, თუმცა არც გერმანიის პოლიცია და არც აეროპორტი არ გვიდასტურებს გოგონა იმ დღეს გაფრინდა თუ არა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *