Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდის იწყება რეგისტრაცია პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის

როდის იწყება რეგისტრაცია პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის

საბერძნეთში უახლოეს დღეებში დაიწყება სოციალური ტურიზმის პროგრამა „ტურიზმი ყველასთვის 2026“ (Tourism for All 2026), რომლის ფარგლებში ათასობით მოქალაქე დასვენებისთვის 600 ევრომდე ღირებულების ვაუჩერს მიიღებს.

პროგრამის მიზანია შიდა ტურიზმის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის უფასო ან შეღავათიანი დასვენების შესაძლებლობის მიცემა. დახმარება გაიცემა ციფრული ბარათის სახით, რომელიც მთელი 2026 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება საბერძნეთის ნებისმიერ ტურისტულ ობიექტში.

სუბსიდიის თანხა დამოკიდებულია ოჯახის მდგომარეობასა და სოციალური კატეგორიის მიხედვით:

  • 200 ევრო – პროგრამის ბენეფიციართა უმრავლესობისთვის;
  • 300 ევრო – მარტოხელა ან ქვრივი მშობლებისთვის, ასევე ოჯახებისთვის, რომლებსაც სამი ან მეტი შვილის ჰყავთ და პენსიონერებისთვის;
  • 400 ევრო – 67%-იანი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ან შესაბამისი სტატუსის მქონე ბავშვის მშობლებისთვის;
  • 600 ევრო – 67%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები შეძლებენ შერჩეულ სასტუმროში 6 ღამის გატარებას. თანხის რაოდენობა, რომლის გადახდაც ვაუჩერების მფლობელებს მოუწევთ იქნება სიმბოლური და 1-დან 12 ევრომდე იმერტევებს ღამეში, საცხოვრებლის კატეგორიის მიხედვით.

გარდა ამისა პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შეუძიათ ესტუმრონ რეგიონებს, სადაც დასვენება სრულად უფასოა:

  • ლეროსი, ლეზვოსი, ხიოსი, კოსი, სამოსი და როდოსი – აღნიშნულ კუნძულებზე ბენეფიციარებს 10 უფასო ღამის გატარება შეეძლებათ;
  • ჩრდილოეთ ევია, მაგნისია, კარდიცა, ლარისა, ტრიკალა და ევროსი – აქ უფასო ღამისთევების რაოდენობა 12-მდე იზრდება.

პროგრამა მოიცავს გემის ბილეთების დაფინანსებასაც. ჩვეულებრივი ბენეფიციარები ბილეთის ღირებულების მხოლოდ 25%-სგადაიხდიან, ხოლო 50%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ბილეთები სრულად უფასო იქნება.

პროგრამის დაწყების ოფიციალური თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რის შემდეგაც მოქალაქეებს განაცხადების შეტანა და ვაუჩერების მიღება შეეძლებათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *