Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისამართალი

როდის უნდა ჩაგვერიცხოს საზაფხულო შვებულების ბონუსი

როდის უნდა ჩაგვერიცხოს საზაფხულო შვებულების ბონუსი

როგორც ანაზღაურებადი შვებულება ასევე შვებულების პერიოდის ბონუსის მიღება დასაქმებულთა უფლებების შემადგენელი ნაწილია, რათა თავისუფლად შეძლონ განტვირთვა სამუშაო გარემოსგან ისე, რომ ფინანსური ზარალი არ მიადგეთ.

შვებულება არის დასაქმებულის უფლება არ გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე გარკვეული დროით ხელფასის ჩამოჭრის გარეშე. შვებულების პერიოდი კი დამოკიდებულია არსებული კანონმდებლობისა და დასაქმებულ-დამსაქმებლის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულების პირობებზე. 

შვებულების ბონუსი სრულად ირიცხება ხელფასთან ერთად შვებულების პირველ დღეს. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული სრულად არ იღებს შვებულებას და წელიწადის სხვადასხვა დროს ანაწილებს, მისი შვებულების ბონუსიც გადანაწილებულად ირიცხება. 

  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ საზაფხულო შვებულების დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა?

შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, მაგ. ჯანმრთელობის პრობლემის გამო (იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული წარადგენს ექიმის ცნობას).

  • შეუძლია თუ არა დამსაქმებელს გამანთავისუფლოს სამსახურიდან როცა შვებულებაში ვარ?

შვებულების დროს სამსახურიდან გათავისუფლება აკრძალულია.

  • შეუძლია თუ არა დამსაქმებელს გააუქმოს ჩემი შვებულება?

შვებულების პერიოდის გაუქმება ხდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და არა ცალმხრივად.

დასაქმებულს ვალდებულება არ აქვს დაბრუნდეს სამუშაო სივრცეში დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად შვებულების პერიოდის გაუქმების შემთხვევაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *