Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

როდოსი: მძღოლი, რომელსაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა

საბავშვო ბაღის 30 აღსაზრდელი, მათი თანმხლები აღმზრდელი და მათი მშობლები პოტენციური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან, როგორც გაირკვა   ტურისტული ავტობუსის მძღოლი, რომელსაც ისინი როდოსში დაგეგმილ ექსკურსიაზე გადაყავდა,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა!

საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ყოველდღიურად ამოწმებენ სასკოლო ექსკურსიების ავტობუსებს, 66 წლის მძღოლს ალკოტესტი გაუკეთეს და დაადგინეს, რომ მას ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა მიღებული.

თითქოს ეს არ იყო საკმარისი, ავტობუსს არ ჰქონდა სპეციალური უსაფრთხოების სავარძლები პატარა მგზავრებისთვის.

ამრიგად, საგზაო პოლიციამ აკრძალა მარშრუტის შესრულება.

66 წლის მძღოლი  არ დაუკავებიათ, მაგრამ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, თუმცა პატარებმა მაინც ვერ შეძლეს ექსკურსიაზე წასვლა, რადგან ის გაუქმდა.

სააგენტომ – რომელიც ასევე დაჯარიმდა – ვერ შეძლო შემცვლელი ავტობუსის  და სხვა მძღოლის გაგზავნა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *