Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

როდოსი: შუქნიშანთან ლოდინის დროს ქალს 15 ადამიანი შემოეხვია და ჩანთა წაართვეს

47 წლის ქალმა როდოსში შოკი მიიღო,  როდესაც წითელ შუქნიშანზე გააჩერებულ მის  მანქანას ერთდროულად 15 ადამიანი შემოეხვია და მძღოლის გვერდით სავარძელზე  დატოვებული ჩანთა წაართვეს.

ყველაფერი მოხდა სამშაბათს ღამით, კუნძულ როდოსზე, 23:30 საათის შემდეგ, როდესაც 47 წლის ქალი კორაკონეროში მდებარე ბოშათა ბანაკთან გაჩერდა. სანამ შუქნიშანზე მწვანე შუქის ანთებას ელოდა, 15-მდე ბოშა, მათ შორის არასრულწლოვანები (14-16 წლის),  ბანაკიდან ქუჩაში გამოვიდნენ და მანქანას გარს შემოეხვივნენ.

ორმა მათგანმა გააღო მძღოლისა და გვერდით მგზავრის კარი და ისე, რომ მძღოლისთვის არაფერი დაუშავებიათ, მგზავრის სავარძლიდან ჩანთა აიღეს და ბანაკისკენ გაიქცნენ.

ქალმა პოლიციას  მიმართა, რის შემდეგაც მომხდარი ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *