Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

რომელი კატეგორიის ავტომანქანებს ეკრძალებათ ათენსა და სალონიკში გადაადგილება

რომელი კატეგორიის ავტომანქანებს ეკრძალებათ ათენსა და სალონიკში გადაადგილება

საბერძნეთში საგზაო კამერები, რომლებიც აქამდე სიჩქარის გადაჭარბებასა და წითელ შუქზე მოძრაობას აფიქსირებდნენ, ახლა ავტომატურად ამოიცნობენ ავტომობილის ეკოლოგიურ კატეგორიასაც.

ახალი სისტემა სანომრე ნიშნების მეშვეობით დაადგენს, ეკუთვნის თუ არა ავტომობილი Euro 4-ის ან უფრო ძველი სტანდარტის დიზელის კატეგორიას. შეგახსენებთ რომ ძველი კატეფორიის ავტომობილების გადაადგილება ათენისა და სალონიკის გარკვეულ ზონებში აკრძალულია.

თუ კამერა აკრძალულ ტერიტორიაზე ძველ დიზელის ავტომობილს დააფიქსირებს მძღოლი დაჯარიმდება, თუნდაც სხვა საგზაო დარღვევა არ ჰქონდეს.

გარდა ამისა, თუ აკრძალულ ზონაში მოძრავი ავტომობილი ავარიაში მოხვდება, შესაძლოა სადაზღვევო კომპანიამ ზარალის ანაზღაურებაზე უარი თქვას, რადგან მანქანა კანონის დარღვევით გადაადგილდებოდა.

ხელისუფლება მძღოლებს ურჩევს, გადაამოწმონ საკუთარი ავტომობილის Euro კატეგორია ტექნიკურ პასპორტში, რათა თავიდან აიცილონ ჯარიმები და სხვა სამართლებრივი პრობლემები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *